ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა

2018-08-02 12:10:25

უზენაესი სასამართლოსა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დაკავებულ თანამდებობას დატოვა.

გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

ის მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას.