მტკვარში მამაკაცებს ეძებენ

2018-08-02 09:56:42

მტკვარზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდება. მაშველები დაკარგულ ძმებს უკვე მეორე დღეა ეძებენ. წმინდა ბარბარეს უბნიდან გაუჩინარებული ძმებიდან ერთი 20-ის, მეორე კი 25 წლის არის. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, მეგობრებმა კი მათი დახმარება ვერ შეძლეს. თითქმის 6 საათიანი სამძებრო სამუშაოები გუშინ უშედეგოდ დასრულდა, სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა 20-მა მაშველმა ძმების პოვნა ვერ შეძლეს.

წყარო: რუსთავი2