სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი დაჭრეს

2018-08-01 22:07:01

დაპირისპირბა კოჯრის სამხედრო ნაწილში.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით დაჭრილია ერთი ჯარისკაცი რომელიც სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებული დაზიანებები არ აღენიშნება.

მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა უკვე დაწყებული.