"ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

2018-08-01 18:41:07

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 08:00-დან 11:00 საათამდე შეეზღუდება 3001 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი, სიონის უბანი, ხაშმი.

07:00-დან 12:00 საათამდე - 3723 აბონენტს ქ. თეთრწყაროში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ირაგა, აბრამეთი, ძველი და ახალი სამღერეთი, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში. 11:35-დან 16:00 საათამდე - 925 აბონენტს სოფლებში ირაგა, ჭივჭავი, ჯიგრაშენი, შიხილო, სამღერეთი, იფნარა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 12:00 საათამდე - 682 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო. 11:00-დან 18:00 საათამდე - 145 აბონენტს სოფელ კაკლიანში.

11:00-დან 17:00 საათამდე - 1091 აბონენტს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ავრანლო, კიზილ-კილისა, რეხა, ხანდო,  აიაზმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.