მე-12 მიკრორაიონში გარე განათება არ მუშაობს.

2017-01-26 13:01:20

მე-12 მიკრორაიონში უკვე რამდენიმე დღეა გარე განათება არ მუშაობს. ამის შესახებ  „ინფო რუსთავს“ გვერდის მკითხველმა შეატყობინა. საკითხთან დაკავშირებით  „ინფო რუსთავი“ აიპი უზრუნველყოფის სამსახურს დაუკავშირდა, როგორც მათ განაცხადეს, ფაქტის შესახებ ჩვენი მეშვეობით შეიტყვეს, შესაბამისად, მოახდნენ რეაგირებას, ადგილზე სამუშაო ჯგუფს გაგზავნიან და ეცდებიან, რომ არსებული პრობლემა დღესვე აღმოფხვრას.