პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი გამოაცხადა

2018-08-01 15:13:30

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა.

არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. "ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.