დაგროვებითი პენსია

2018-08-01 13:39:22

2018 წლის პირველი სექტემბრიდან, კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე 40 წელი შეუსრულდა.


თუ თქვენი ხელფასი 1000 ლარია, 30 წლის შემდეგ პენსია დაახლოებით 500 ლარი გექნებათ. 500 ლარს  საბაზისო პენსიაც დაემატება.

ასევე მაგალითისთვის: თუ თქვენი ხელფასი საშუალოდ 1500-ია, მაშინ თქვენ წელიწადში დაახლოებით 1080 ლარს დაზოგავთ.

პენსიის  ერთიანად  გამოტანა ნებადართული იქნება რამდენიმე შემთხვევაში:
1. თუ მოქალაქე გარდაიცვლება ასეთის არსებობის შემთხვევაში მისი პენსია მემკვიდრეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება.
2. თუ პიროვნებამ 63 წლის ასაკში გადაწყვიტა დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა და მხოლოდ 2 წლის განმავლობაში დააგროვა პენსია, შეუძლია პენსიაზე გასვლისთანავე ეს თანხა სრულად აითვისოს.
3.როდესაც საქართველოს მოქალაქე კარგავს შრომისუნარიანობასან უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე მის მიერ პენსიის სახით დაგროვებული თანხა დაუბრუნდება უკან. - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის პრეზენტაციისას განაცხადა.