39 წლის მამაკაცი მოკლეს

2018-08-01 13:20:36

მკვლელობა თბილისში.

ჯიქიას ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი მოკლეს. ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ახლობლებმა იპოვეს. როგორც მეზობლები ამბობენ, მათ სროლის ხმა არ გაუგიათ, მათივე ვარაუდით შესაძლოა მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.