დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო

2018-08-01 12:01:18

დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. 

ტაქსის მძღოლებს, რომელთაც საქმიანობის გაგრძელება სურთ, სპეციალურად შექმნილ სისტემაში რეგისტრაცია ევალებათ.

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ID ბარათი და ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე  www.taxi.tbilisi.gov.ge. მძღოლებს რეგისტრაციის გავლასთან ერთად ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ევალებათ, რომელზეც მათი მონაცემები იქნება განთავსებული.

ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჰიბრიდებისთვის 50 ლარი იქნება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილით მგზავრების  გადაადგილება ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.
მერიის ინფორმაციით ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ყველა  ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება.

დაინტერესებულ პირებს, დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის მერიაში ასევე რაიონულ გამგეობებში.