რუსთაველი ფალავანის წარმატება. ბექა გურული ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.
იტალიაში გამართულ ევროპის პირველობაზე ბექა გურულმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენი 77 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. რუსთაველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ დმირტო ვასეცკინს 5-0 სძლია.
ინფორმაციას რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს.