"350 ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე რჩება" (ვიდეო).

2017-01-26 18:23:38

რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ, „ინფო რუსთავთან“ აზოტში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა. როგორც ქალაქის პირველი პირი ამბობს, საწარმოს წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება და თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს განიხილავს და გამოსავლის გზებზე ისაუბრებს. მერის თქმით, თანამშრომლების გათავისუფლებაზე საუბარი იყო მეტალურგიულ საწარმოშიც, თუმცა ის დღესდღეობით იქ არსებულ პროცესებზე ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, აზოტის ქარხნიდან 350 ადამიანი გაათავისუფლეს, როგორც ისინი  ჩვენთან საუბარში ამბობენ, დღეს დილით საწარმოში მივიდნენ, თუმცა ტერიტორიაზე არ შეუშვეს.