იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2018-07-31 14:16:52

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს 40 წლის და ბულგარეთის 30 წლის მოქალაქეები ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულები სახლში მოპარულ ნივთებს ინახავდნენ. სამართალდამცველების მისვლის დროს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა მოპარული ძვირფასი ნივთების აივნიდან გადაყრა სცადა. ბინის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2000 ევრო ნაღდი ფულის სახით და 100 000 ევროს ღირებულების მოპარული ნივთები ამოიღო, რომელთა ნაწილი სამართალდამცველებმა მესაკუთრეებს უკვე დაუბრუნეს.