"აზოტში" რეორგანიზაციაა - რა ბედი ელით დარჩენილ თანამშრომლებს?

2017-01-26 17:38:06

რუსთავის აზოტი EU Investment-ის საკუთრებაში გადავიდა, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რომან ფიფიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან განუცხადეს. ქარხნის 100% სააქციო საზოგადოება EU Investment- ეკუთვნის. კომპანია  EU Investment 2016 წლის შემოდგომაზეა რეგისტრირებული. მისი დირექტორი ეფრემ ურუმაშვილია, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას კი იოსებ გოზალიშვილი იკავებს. საკითხთან დაკაშირებით კომპანიის წარმომადგენლობა დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, სს რუსთავის აზოტის დირექტორადაც ეფრემ ურუმაშვილია რეგისტრირებული. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ელის აზოტის საწარმოს 2000-მდე დასაქმებულ პირს. აღსანიშნავია ისიც, რომ აზოტის საწარმოს ყოფილი მფლობელი, რომან ფიფია, რამდენიმე თვის წინ "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში საწარმოს გასხვისებას და თანამშრომლების მოსალოდნელ შემცირებას კატეგორიულად უარყოფდა. დღეს კი საწარმოდან 350 უკვე გაათავისუფლეს.