რამდენი ავარია მოხდა რუსთავში

2018-08-02 10:44:17

"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში ივლისის თვეში ქალაქის მასშტაბით 10 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიების შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია ერთი.
მომრავლდა შემთხვევები, როცა სატვირთო ავტომობილების მძღოლების დაუდევრობის გამო რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე ხდება ავარიები. გასულ თვეში ავტობანზე დაფიქსირდა 3 შემთხვევა, დაშავდა 2 ადამიანი, ხოლო ერთი ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევევბი დაფიქსირდა ასევე რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-გაჩიანის მიმართულებით, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, კონკრეტულად კი - დავით გარეჯის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და შარტავას გამზირზე დაფიქსირდა 5 ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი.