აზოტიდან მუშების გათავისუფლებას ოპოზიცია გამოეხმაურა.

2017-01-26 14:42:43

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ დავით კირკიტაძემ „ინფო რუსთავს“ განუცხადა.  „ჩვენ მზად ვართ აზოტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც შეამცირეს უკანონოდ, იურიდიული დახმარება აღმოვუჩინოთ სასამართლოში და გვერდზე დავუდგეთ ყველანაირად, ვუცხადებთ ბოლომდე სოლიდარობას“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მომხდარს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“  წევრი მამუკა ჩიქოვანიც გამოეხმაურა „ეს არის ხელისუფლების არასწორი და მავნებლური პოლიტიკის შედეგი, ძალიან მკაცრი მონიტორინგის დასაწესებლად, ჩვენ დღესვე მივმართავთ ხელისუფლების შესაბამის უწყების ხელმძღვანელს, დავიბარებთ აუცილებლად პარლამენტში და მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხს თუ რა ბედი ელის ამ ხალხს, ამ წარმოებას, რუსთავს და რუსთაველებს, იმიტომ, რომ ამ ქარხანას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და, შესაბამისად, ხელისუფლება მაქსიმალურად მობილიზებული და ადეკვატური უნდა იყოს მიმდინარე პროცესებისადმი, რაც სამწუხაროდ არ ჩანს დღევანდელი დღისთვის“ - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, აზოტის ქარხნიდან 350 ადამიანი გაათავისუფლეს, როგორც ისინი  ჩვენთან საუბარში ამბობენ, დღეს დილით საწარმოში მივიდნენ, თუმცა ტერიტორიაზე არ შეუშვეს.