ლეონიძის ქუჩაზე ტროტუარი გაკეთდება.

2017-01-25 21:12:56

ლეონიძის ქუჩის ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის (მესხიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ქუთაისის ქუჩის გადაკვეთამდე), ქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 418 906 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია რომ ლეონიძის ქუჩის პერიმეტრზე (სკვერის მიმდებარედ) ტროტუარები უკვე მოწყობილია, ხოლო მოდებაძის ქუჩის კვეთიდან ქუთაისის ქუჩის კვეთამდე მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი სახლია, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ძირითადად ავტოსახელოსნოებია გახსნილი.