სარეზერვო ფონდის განკარგვისთვის სპეციალური საბჭო შეიქმნება.

2017-01-25 19:57:44

რუსთავში მერიის სარეზერვი ფონდის განკარგვის წესი დაამტკიცეს. ინიციატივის თანახმად, მერს ფონდში არსებული თანხების განკარგვისასა რეკომენდაციებს სპეციალური საბჭო გაუწევს. საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საბჭოს წევრები  როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იქნებიან, გაწევრიანება ნება-სურვილის მიხედვით, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

სარეზერვო ფონდიდან თანხები ძირითადად ბუნებრივი სტიქიური უბედურებების შემთხვევების დროს იხარჯება, თუმცა გასულ წელს ფონდიდად, 20 მდე სტუდენტის დაფინანსება მოხდა. აღნიშნულის შესახებ თემა „ინფო რუსთავმა“ გასულ კვირას მოამზადა. „ინფო რუსთავის“ მიერ მომზადებული მასალის შემდეგ, ფონდის განკარგვის წესი შეიცვალა, რის შემდეგაც თანხების განკარგვაზე პასუხისმგებლობა მერთან ერთად, საბჭოს წევრებსაც დაეკისრებათ.