ავარია რუსთავში [video]

2018-07-24 01:06:04

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე.

"ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს, ხოლო შემდგომ კი რამდენიმე მეტრში ხეს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.