დაკარგული მამაკაცი იპოვეს

2018-07-22 09:21:37

რუსთავში დაკარგული ახალგაზრდა იპოვეს.

"ინფო რუსთავისთვის" ცნობილი გახდა რომ 23 წლის მამაკაცი უკვე სახლში იმყოფება. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა სახლიდან 21 ივლისს 18 საათზე გავიდა, მას შემდეგ ოჯახი მასთან კონტაქტს ვერ ამყარებდა რის გამოც დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.