საგაზეთო ჯიხურების დემონტაჟი

2018-07-20 18:14:42

რუსთავში მეგობრობისა და რუსთაველის ქუჩაზე უნებართვოდ განთავსებული საგაზეთო ჯიხურები აიღეს.

ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯიხურების დემონტაჟის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა რაც შ.პ.ს კონაპუსს (რომლის საკუთრებაშია საგაზეთო ჯიხურები) მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა.

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, პროცესი გაგრძელდება და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკანონოდ განთავსებული ჯიხურების დემონტაჟი ეტაპობრივად მოხდება.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეც.ტექნიკა, რომლის საშუალებითაც მოხდა რკინის ჯიხურის აღება.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჯიხურის მეპატრონე ფაქტის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული და ის პროცესს პირადად ესწრებოდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

დემონტაჟის სამუშაოები რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა განახორციელა.