სასწრაფოს ახალი შენობა რუსთავში

2018-07-20 17:47:53

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.

პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილია 400 000 ლარი, აქედან 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯება

"300 კვ. მეტრ ფართობის შენობა, 7 ეკიპაჟზე იქნება გათვლილი. თუ მოხდა მთავრობის მიერ პროექტის მოწონება, შენობა წლის ბოლომდე აშენდება" - განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძრვანელმა ზურაბ ტაბაღუამ.