40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

2018-07-20 12:54:43

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში არსებულ ტბაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი ტბაში ბანაობის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც მან ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

ინფო რუსთავს შსს-ი განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.