ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-07-20 10:45:29

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გულუას ქუჩაზე.

დასუფთავების სამსახურის ავტომობილს უკნიდან "მერსედესი"-ს მარკის მიკროავტობუსი იმ დროს დაეჯახა, როდესაც სამსახურის თანამშრომლები ავტომობილის ძარიდან დაბლა ჩამოსვლას აპირებდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შეჯახების შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინაროებს.