რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

2018-07-19 23:49:51

"ინფო რუსთავისთვის" ცნობილი გახდა იმ ქუჩების დასახელება სადაც მართვის მოწმობის აღების მსურველები რუსთავში პრაქტიკულ გამოცდებს ჩააბარებენ. ეს ქუჩები ქალაქის ცენტრალური და მთავარი ნაწილია. კონკრეტულად კი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები ჩატარდება: შარტავას, მეგობრობის და კოსტავას გამზირებზე.

არსებული ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფარასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოაცხადა.