მგზავრები თბილისიდან რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2018-07-19 23:38:07

მგზავრები თბილისიდან რუსთავში ვერ ბრუნდებიან.

არსებული ინფორმაციით რამდენიმე ათეული მგზავრი იყოფება თბილისში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილზე კი მიკროავტობუსები არ არის. მგზავრები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და დაინტერესდნენ მივა თუ არა სადგურზე მიკროავტობუსი.

"ინფო რუსთავს" კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს რომ მიკროავტობუსები მგზავრების წამოსაყვანად აუცილებლად მივა, ბოლო რეისი აღნიშნული სადგურიდან რუსთავის მიმართულებით ღამის 1 საათზე შესრულდება.