პაციენტები რუსთავის საავადმყოფოში მკურნალობენ

2018-07-19 21:03:59

ახალგაზრდა მამაკაცები, შხამიანი გველის ნაკბენით რუსთავში, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში  შეიყვანეს.

ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მამაკაცს გიურზამ მდინარე ალგეთზე თევზაობის დროს უკბინა. მას ნაკბენი ქუსლზე ჰქონდა.

რაც შეეხება მეორე მამაკაცს, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა. არსებული ინფორმაციით თავდაპირველად მამაკაცი გველს დაჭერის მიზნით გაეკიდა რა დროსაც გიურზამ თითზე უკბინა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი დავით გოგოძე ამბობს, რომ ბოლო შემთხვევა საკმაოდ მძიმე იყო. პაციენტს პირველ ეტაპზე ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს. ექიმის თქმით ამ ეტაპზე პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგოძის განცხადებით, 2 დღეში გველის დაკბენის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.