#16 სკოლის წინ ზებრა გადასასვლელი დაიხაზება

2018-07-19 18:51:49

რუსთავში, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ზებრა გადასასვლელები იხაზება.

რუსთავსერვის ცენტრმა ქვეითთა გადასასვლელი ფიროსმანის ქუჩაზე, #1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დახაზა. ხვალ კი ანალოგიური სამუშაოებს სამსახური #16 საჯარო სკოლასთან განახორციელებს.

თვითმმართველობის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრში" ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ გზის სავალი ნაწილის მონიშვნები ეტაპობრივად საჭიროების მიხდევით ხდება.