მთავრობა ზვიად ციკოლიას იდეას დაფინანსებს.

2017-01-24 12:54:59

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას შეძლებს. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოება ციკოლიას ბიზნეს იდეით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამრეწველო დიზაინერი “აეროსმიტის” კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის გამოყოფას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“5 მილიონს  ვიხდით აეროსმიტში. 2,5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ, დავასაქმებ ხალხს. ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელ-ნელა ადგილობრივით  ჩავანაცვლებ”,– წერდა ციკოლია ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. ამასთან, ის საათების ქართული ბრენდის „რონიუს პუნქტუა”-ს შემქმნელია.