იპოვეს თუ არა მზესუმზირაში თაგვი

2018-07-19 18:13:43

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს რომ მზესუმზირაში არის თაგვი და გვერდით დევს კომპანია სოლარის ბრენდირებული შეფუთვა.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის კომპანია სოლარის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.

 "ბაზარზე არის 65 კომპანია , ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მაღალი  კონკურენციის პირობებში მუშაობა, აღნიშნული ფოტო პირველად გავრცელდა 2 თვის წინ, დავიწყეთ შიდა მოკვლევა, თუმცა პირველ წყარომდე ამ დრომდე ვერ გავედით. მინდა გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს არის მდარე ფაბრიკაცია"- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა