"სოკარ ჯორჯიას" საჩუქარი რუსთავს

2018-07-19 18:00:30

ასლანიკაშვილის ქუჩაზე კომბინირებული სტადიონი მოეწყო. სამუშაოები კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“ განახორციელა. სტადიონზე შესაძლებელია როგორც ფეხბურთის, ისე კალათბურთის თამაში. კომპანიამ სპორტული მოედანი რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გააკეთა.