მაშველმა არასრულწლოვანი გადაარჩინა

2018-07-19 13:28:28

ბათუმში მაშველმა არასრულწლოვანი დახრჩობას გადაარჩინა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, მახინჯაურის სანაპიროზე საზღვაო-სამაშველო განყოფილების მაშველმა მირიან აფაქიძემ 14 წლის ბიჭი გადაარჩინა.

ბიჭი სანაპიროდან 60 მეტრის მოშორებით იყო ზღვაში შესული და შველას ითხოვდა. უწყების ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.