რაზე გამოაცხადა რუსთავის მერიამ ტენდერი

2018-07-16 23:40:40

რუსთავის მერიამ საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა რომელიც, ქალაქ რუსთავში მ. კოსტავას გამზირის #23 კორპუსიდან #36 კორპუსის ჩათვლით ფასადების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადების მომსახურების შესყიდვას ეხება. საპროექტო სამუშაოების შემდეგ დადგინდება თუ რა დაუჯდება ქალაქს კოსტავას გამზირის მეორე ნახევრის რეაბილიტაცია.

ზოგადად რომ ითქვას იგეგმება რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს 14 საცხოვრებელ კორპუსს, უფრო კონკრეტულად კი:

მთლიანი კედლების სავარაუდო ფართობი (მ2) 14624
აივნების რაოდენობა (ცალი) 170
სადარბაზოების შესასვლელი კარებები,
რომელიც საჭიროებს შეცვლას (ცალი) 21
სადარბაზოების ვიტრაჟები, რომელიც
საჭიროებს შეცვლას შეცვლა (ცალი) 40
მოსაწყობი მარკიზების რაოდენობა (ცალი) 170
პარაპეტების სიგრძე (მეტრი) 1225
საჰაეროების რაოდენობა (ცალი) 133
კედლებზე კარნიზების მოწყობა (მეტრი) 1225

საპროექტო სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 30 000 ლარამდე გამოიყო.