მაშველებმა 6 ტურისტი გადაარჩინეს

2018-07-18 13:55:22

ურეკში უცხოეთის 6 მოქალაქე ზღვის ნაპირიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ცურავდა რა დროსაც ნაპირისაკენ გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ. ადგილზე დროულად გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი და  ტურისტები წყლიდან  უსაფრთხოდ გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციას "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური" აქვეყნებს.