"სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს"

2018-07-18 21:37:11

"სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი, შესაძლოა, გაუქმდეს" – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ გზით ბიუროკრატიის შემცირება უნდა მოხდეს.

"სსიპ-ებსა და ააიპ-ებთან დაკავშირებით, ზოგადად, ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკასა და მიდგომებში. ამისთვის არის მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოფილი და უნდა მივიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგი და ნაკლები ბიუროკრატია. შესაძლოა, რომ სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი გაუქმდეს ან გაერთიანდეს და მივიღოთ ის შედეგი რაც საზოგადოებას სჭირდება"– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსთავის მერიაში ორი ა(ა)იპ-ი გაუქმდა. ესენია: რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი და ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ცენტრი.

ამ ეტაპზე რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში კიდევ 11 ა(ა)იპ რჩება. შემცირდება თუ არა, პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, რუსთავის მერიაში ა(ა)იპ-ების რაოდნობა ჯერ-ჯერობით უცნობია.