ქურდობის ფაქტი რუსთავში

2018-07-17 12:43:11

ქურდობის ფაქტი რუსთავში, თოდრიის ქუჩაზე დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცმა ბინაში შეაღწია საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარა.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "საქმე გახსნილია, ნივთმტიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. ფაქტზე მხილებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს".