მგზავრები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2018-07-16 19:18:32

მგზავრები თბილისიდან რუსთავში ვერ ბრუნდებიან.

"ინფო რუსთავს" ის მგზავრები დაუკავშირდნენ რომლებიც სპორტის სასახლის მიმდებარედ, გაჩერებაზე იმყოფებიან.

"უკვე ნახევარი საათია ველოდებით მიკროავტობუსს, ათობით ადამიანია შეკრებილი. ველოდებით და ასე გვითხრეს გაფუჭებულია მიკროავტობუსებიო, ცხელ ხაზზე ვრეკავთ და პასუხს არავინ გვცემს, იქნებ გაგვაგებინოთ მუშაობენ დღეს?" - გვწერს ერთერთი მგზავრი.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "პიკის საათის გამო დედაქალაქში მოძრაობა გადატვირთულია, რის გამოძ მძღოლები დროულად ვერ ახერხებენ სადგურზე მისვლას. კომპანიის ყველა მიკროავტობუსი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს."