"ყველაზე უბედური დამტოვე ამ ცხოვრებაში"

2018-07-16 16:31:45

თურქეთში დასასვენებლად წასულ თეა ქურციკიძეს, არსებული ინფორმაციით, ობობა ტარანტულმა უკბინა, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა.

დები თეა და ნინა ქურციკიძეები ანტალიაში დასასვენებლად 10 დღის წინ წავიდნენ, უკან დაბრუნებისას კი ერთ-ერთ დას, თეა ქურციკიძეს ობობამ უკბინა. 26 წლის გოგონა აეროპორტში ცუდად გახდა. საქართველოში დაბრუნებისას ოჯახის წევრებმა "ბოჭორიშვილის კლინიკაში" გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებოდა. "ინფო რუსთავს" თეა ქურციკიძის გარდაცვალება დაუდასტურეს და განაცხადეს რომ - "მიუხედავად იმისა რომ მთელი კლინიკა ძალ-ღონეს არ იშურებდა გოგონას გადასარჩენად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა." თეა ქურციკიძე გუშინ გარდაიცვალა.

„შევხვდებით, ჩემო ანგელოზო, რადგან არ არსებობს ცხოვრება, სადაც შეიძლება რომ ბედნიერი ვიყო შენს გარეშე.. ყველაზე უბედური დამტოვე ამ ცხოვრებაში“- წერს გარდაცვლილის და ნინა ქურციკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.