დღეს გლოვის დღეა

2018-07-16 13:25:28

პრემიერიმინსტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მამუკა ბახტაძემ შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა. მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

მანამდე ბახტაძემ განაცხადა, სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

ტრაგედია მინდელის შახტაში.