მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-07-15 18:36:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 16-17 ივლისს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 16 ივლისი +31°C, 17 ივლისი +31°C, 18 ივლისი +33°C, 19 ივლისი +36°C.