ავარია ქობულეთი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე

2018-07-14 16:49:22

ავარია ქობულეთი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევას 2 ჩვილი და მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც სამი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. 3 თვის ტყუპები საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი 25 წლის მამა ადგილზე დაიღუპა.

ქობულეთი-ჩაქვის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ- 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.