პრემიერმა საწარმოები დაათვალიერა (ვიდეო).

2016-10-26 14:46:32

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 12-ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო და კერძო სექტორის წრამომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. „პლანტას“ მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ  წარმატებულ საინვესტიციო პროექტად ითვლება.მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ადგილებიც, „პლანტას“ სათბურებში 146-ადგილობრივია დასაქმებული. დღესვე პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები გარდაბანში კომბინირებული ციკლის  თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ. ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატიაში  გაშვება-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. დაგეგმილი პროექტი მთავრობის წარმომადგენლებმა, ენერგეტიკულ სისტემაში წარმატების მისაღწევად, უდიდეს სტრატეგიულ მნიშვნელობად შეაფასეს.