ხორცის შემოწმება გრძელდება

2018-07-15 12:19:03

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლის მასშტაბით ბაზრებსა და ქუჩებში გაყიდული ხორცის შემოწმებას განაგრძობს.

დარღვევები დაფიქსირდა გარდაბანში, სადაც ერთ-ერთი ხორცის მაღაზია 1000 ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური  შემოწმებები გრძელდება რეგიონის მასშტაბით, როგორც ჩვენთან საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მირანგულ ლიპარტელიანმა განაცხადა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს კვების ობიექტების დათვალიერება, თუმცა ამ ეტაპზე კრიტიკული შეუსაბამობები არ ვლინდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და  საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.