იყო თუ არა მამაკაცი ცოცხალი ელექტროსაყინულეში.

2017-01-22 14:14:17

საინფორმაციო სააგენტო kutaisi today ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მოქალაქე ელექტროსაყინულეში ჩასვენების შემდგე, ცოცხალი აღმოჩნდა. ახლობლების თქმით, მამაკაცის გარდაცვალება, გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ დაადგინა. ელექტროსაყინულეში გადასვენების შემდეგ, ოჯახის წევრებმა, 61 წლის მამაკაცი, საყინულედან მალევე ამოიყვანეს, რადგან ჩასვენებიდან რამდენიმე წუთში ელექტროსაყინულე დაიორთქლა. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, პაციენტი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა  ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა-წერია სააგენტოზე.

 „ინფო რუსთავი“ „ევექსის“ სამედეიცინო კორპორაციის, განყოფილების პრეს სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გიორგი ნორაძე ამბობს რომ პაციენტი საავდმყოფოში შესვლისას უკვე გარდაცვლილი იყო, მისი თქმით არსებობს გარდაცვალების ოქმიც.

სასწრაფო სამედიციო სამსახურის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი „ინფო რუსთავთან“ საუბრისას განმარტავს, რომ შუახნის მამაკაცი, ელექტროსაყინულეში ჩასვენებისას უკვე გარდაცვლილი იყო. ოჯახის წევრების ეჭვი კი, იმის შესახებ რომ მამაკაცი ცოცხალი იყო, გვამის საყინულეში მოთავსებისას, სასუნთქი მილებიდან ჰაერის გამოდევნამ გამოიწვია. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრებმა, ელექტრო საყინულიდან ამოყვანის შემდეგ, კვლავ გამოიძაღეს სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი. სოფო ჭუმბურიძეს თქმით, მისამართზე ისევ ის ბრიგადა გამოცხადდა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, პაციენტის გარდაცვალება დაადგინა, რასაც ოჯახის წევრებსა და სამედიცინო  ეკიპაჟის თანამშრომლებს შორის კამათი მოჰყვა.“ ადგილზე არსებული ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, კოფლიქტის, თავიდან აცილების მიზნით, ბრიგადამ გარდაცვლილი გადაიყვანა საავადმყოფოში“ აცხადებს სოფო ჭუმბურიძე.