„სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არ მოყვანა არ აინტერესებს"

2017-01-21 13:58:51

მანდატურის წინააღმდეგ, რომლისგანაც 16 წლის მოსწავლეა ფეხმძიმედ, სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისრტრმა გააკეთა.

„სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება“ - ასე გამოეხმაურა ჯეჯელავა იმერეთში მომხდარ ფაქტს  და დაურთო რომ მომხდარის გამო მანდატურის პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა დაიკარგოს.

 

იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელთანაც მანდატურმა სექსუალური კავშირი დაამყარა, 4 თვის ფეხმძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით,  მე-11 კლასის მოსწავლემ მომხდარის გამო 100-მდე საგაკვეთილო საათი გააცდინა.  გოგონა სკოლაში ერთი წლის გადასულია, მანდატურის თანამშრომელი  კი აღნიშნულ სკოლაში, წლებია მუშაობს. გოგონას მშობლები მანდატურს არ უჩივიან, თუმცა მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.