ქართველი ცოლ-ქმარი 72 წლის ებრაელი ბიზნესმენის, ჯაკ ლევის მკვლელობის ბრალდებით, ტრაპიზონში დააკავეს. ცხედარი პოლიციამ სტამბოლში, ბიზნესმენის საკუთარ სახლში აღმოაჩინა. ეკა ვარდანიძე ბიზნესმენთან მუშაობდა, ის კვირაში ერთხელ ჯაკ ლევისთან სახლის დასალაგებლად დადიოდა. თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეკა ვარდანიძე და მისი მეუღლე, შალვა ჭუღუაშვილი მოხუცი ბიზნესმენის სახლის გაძარცვას ცდილობდნენ, რა დროსაც ჯაკ ლევის გაეღვიძა. ძალოვნების ვერსიით, ბიზნესმენი ჯერ ცივი იარაღით მოკლეს, შემდეგ კი სახლი გაძარცვეს. დაკავებულების ბარგის ჩხრეკისას ბიზნესმენის ნივთები, ფული და 2 გრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს საკონსულო.