ავარიას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა (ფოტოები).

2016-10-26 10:19:28

მსხვერპლით დასრულდა გუშინ გვიან ღამით, სანაპიროს ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა. 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი მცირე დაჟეჟილობებით, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოოში იქნა მოთავსებული. ამ დროისთვის პაციენტი სახლში გაწერილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილი მამაკაცი რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის კახა გურგენიძეს შვილია. ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.