შემთხვევა რუსთავში მოხდა [video]
2018-07-06 00:39:23
სიაში

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ნახეთ ვიდეო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდათ გახდნენ. ფაქტი "ინფო რუსთავს" თავად იმ ქალმა დაუდასტურა, რომელმაც შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო. არსებული ინფორმაციით აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა ნარკოტიკული საშუალებაც გასინჯეს რის გამოც გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო და 112-ში დარეკა, სადაც განაცხადა რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. მისამართზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს დახმარება. დაშავებულებმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.