ავტომობილს მოძრაობისას ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო).

2017-01-20 18:58:20

რუსთავი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალზე, თბილისის მონაკვეთზე, რესტორან "მარაბდასთან" ოპელის მარკის ავტომობილს მოძრაობის დროს ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო მასალა "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიაწოდა. ავტომობილის აალების მიზეზი  უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.