მანდატურმა არსარულწლოვან მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

2017-01-19 20:02:25

იმერეთში სკოლის მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის გოგონა კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა. განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, ოჯახი მამაკაცს არ უჩივის და ამბობენ რომ 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. არსებული ცნობით, 15 წლის მოზარდი ორსულადაა.

წყარო: მაესტრო