მერიის საჩუქარი მოსახლეობას

2018-06-29 12:40:30

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და ა(ა)იპ ,"რუსთავ სერვის ცენტრის" დირექტორმა გიორგი გოროზიამ, მე-17 მიკრორაიონის #26-ის და მე-12 მიკრორაიონის #9 კორპუსების მოსახლეობას, ეზოებში დასადგამი სკამები მიუტანეს.

ეზოს გალამაზებაში დახმარება, ამ კორპუსების მცხოვრებლებმა, რუსთავის მერს ერთ-ერთ შეხვედრაზე სთხოვეს. საკუთარი ეზოების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობისთვის, დღეს მათ დაპირებული საჩუქარი გადაეცათ.

ინფორმაციას "რუსთავსერვის ცენტრი" ავრცელებს